იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე ჩატარდება სტუდენტური თვითმმართველობისა და ფაკულტეტის საბჭოს წევრთა არჩევნები. 
არჩევნებში მონაწილეობის მსურველი სტუდენტების რეგისტრაცია მიმდინარეობს 2024 წლის 12- დან 18 ივლისის ჩათვლით. კანდიდატთა განცხადებები მიიღება უნივერსიტეტის პირველ კორპუსში, ოთახი N107, 10:00- დან 17 :00 საათამდე. 
რეგისტრაციისათვის კანდიდატმა საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს: ა) პირადი განცხადება; ბ) სამოქმედო გეგმა; გ) ცნობა სტუდენტის სტატუსის შესახებ
2022-2023 სასწავლო წლის სასწავლო პროცესის გრაფიკისა და საგამოცდო ვადების განსაზღვრის შესახებ
2022-2023 სასწავლო წლისათვის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 
განისაზღვრა სასწავლო პროცესის გრაფიკი და საგამოცდო ვადები საბაკალავრო, ზოგადი განათლების
 დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო და ქართულ
 ენაში მომზადების პროგრამებზე.
იხილეთ ბმული: https://tesau.edu.ge/files/maswavleblis-momzadeba.pdf
2022-2023 სასწავლო წელს განათლების მეცნიერებების ერთობლივ სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამაზე
 სტუდენტთა მიღების შესახებ
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 2022-2023 სასწავლო წლის შემოდგომის 
სემესტრისათვის, გამოცხადდა მიღება განათლების მეცნიერებების ერთობლივ სადოქტორო 
საგანმანათლებლო პროგრამაზე.
იხილეთ ბმული: https://tesau.edu.ge/files/ganatlebis mecnierebebi-sadoqtoro.pdf
სასწავლო გრაფიკი 2022-2023 სასწავლო წლისათვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისათვის
იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022-2023 სასწავლო
 წლისათვის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამებისათვის განისაზღვრა სასწავლო გრაფიკი.
იხილეთ ბმული: https://tesau.edu.ge/files/სამაგისტრო -კალენდარი.pdf
2022-2023 სასწავლო წლისათვის სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებისათვის
 სასწავლო გრაფიკის განსაზღვრის შესახებ
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის 2022-2023 სასწავლო წლისათვის დამტკიცდა სასწავლო
 გრაფიკი სადოქტორო საგანმანათლებლო  პროგრამებისათვის.
იხილეთ ბმული: https://tesau.edu.ge/files/სასწავლო-გრაფიკი.pdf
განცხადება 
შექმნილი ეპიდვითარებიდან გამომდინარე შეგიძლიათ განცხადება გადმოაგზავნოთ ელექტრონული ფორმით უნივერსიტეტის კანცელარიაში შემდეგ მისამართზე: kancelariauni@gmail.com
განცხადების ფორმა
2019-20 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შუალედური წერის შესახებ
2019 - 2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის შუალედური წერები წარიმართება დისტანციურ
 რეჟიმში.
სესიები დაიწყება 27 აპრილს და გაგრძელდება 3 მაისის ჩათვლით. პროცესის დისტანციური
 უზრუნველყოფისათვის გამოყენებულ იქნება Google Hangout და Google Classroom აპლიკაციები.
შუალედური წერების დისტანციურ რეჟიმში წარმართვის პროცესის ხელშესაწყობად ინფორმაციული 
ტექნოლოგიების სამსახურის მიერ მომზადებულ იქნა სტუდენტთა და ლექტორთათვის სასწავლო- ტექნიკური 
ინსტრუქციები, რომლებშიც ასახულია პროცესის დაგეგმარებისა და გამართული ფუნქციონალური წარმართვისათვის აუცილებელი ღონისძიებები.
მიმდინარე კვირის ფარგლებში უნივერსიტეტის IT სამსახური და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური
 ჩაატარებენ გაერთიანებულ ტრენინგებს აკადემიური პერსონალისა და სტუდენტებისათვის. 
სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება ბაკალავრებისათვის
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სოციალური პროგრამის ფარგლებში, 
იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის 
შესახებ,
 რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს 
საგანმანათლებლო პროგრამებზე
2019-2020 სასწავლო წლისთვის, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, სოციალური 
პროგრამის ფარგლებში,
დაფინანსებისთვის გამოყოფილია 2 520 000 (ორი მილიონ ხუთას ოცი ათასი) ლარი იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ერთიანი ეროვნული გამოცდების
 შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე.
  სოციალური პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების
 ოდენობა და პირობები განისაზღვრა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 აგვისტოს N401 დადგენილებით.
  იხილეთ თანდართული ფაილი
მიღება მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე  
2019–2020  სასწავლო წლისთვის თელავის  სახელმწიფო  უნივერსიტეტიაცხადებს სტუდენტთა მიღებას 
მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე მიმართულებების მიხედვით. 
დეტალური ინფორმაციისათვის იხ. ბრძანება
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი
 
ეკოლოგია  - 15  ადგილი
საგამოცდო საკითხები
 
მეტეოროლოგია -კლიმატოლოგია - 5 ადგილი
საგამოცდო საკითხები
 
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
 
ტიპოლოგიური ლინგვისტიკა და მთარგმნელობითი საქმე (ქართულ-ინგლისური, ინგლისურ-ქართული;       
ქართულ-რუსული,  რუსულ- ქართული;  ქართულ- გერმანული,  გერმანულ- ქართული)  10 ადგილი
საგამოცდო საკითხები
 
ახალი და უახლესი ისტორია  - 10 ადგილი
საგამოცდო საკითხები
 
 
 
              სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტი
 
ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა-20 ადგილი
საგამოცდო საკითხები
 
ეკონომიკის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა-20ადგილი
საგამოცდო საკითხები
 
აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
  
მევენახეობა-მეღვინეობა–15 ადგილი
საგამოცდო საკითხები
 
 
·         საბუთების მიღება იწარმოებს 2019  წლის 19 აგვისტოდან 2019  წლის 19 სექტემბრის ჩათვლით
 საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამის ფაკულტეტებზე (საბუთების შემოწმების შემდეგ განცხადებები 
დანართებთან ერთად გადაიგზავნება უნივერსიტეტის კანცელარიაში);
 
·         მაგისტრატურაში  ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს განცხადება რექტორის
სახელზე (იხ.დანართი1) შესაბამისი სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის  მითითებით, 
რომელსაც თან უნდა ერთვოდეს:
 
ა)  მოქალაქის პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი;
ბ)  ორი ფერადი ფოტოსურათი (3x4);
გ) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული დიპლომი დანართთან ერთად /ცნობა
კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ  და მათი შესაბამისი  ასლები;
დ) სამხედრო ვალდებულებასთან დამოკიდებულების დამადასტურებელი
 დოკუმენტის ასლი (სავალდებულოა ვაჟებისათვის);
ე) საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი;
ვ)  მაგისტრატურაში მისაღებ კონკურსში მონაწილეობისათვის საორგანიზაციო
გადასახადის - 50 (ლარის) ქვითარი;
 
1.    მაგისტრატურის ყველა საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები გამოცდა ჩატარდება
2019 წლის 23 სექტემბერს. კონკრეტულ სამაგისტრო პროგრამაზე კანდიდატთა ჩარიცხვა განხორციელდება,
 თუ  ჩასარიცხ კანდიდატთა რაოდენობა იქნება 2 ან მეტი;
2.    გამოცდების შედეგების  გამოცხადებისა და შედეგების  გასაჩივრების ვადად განისაზღვრა: 2019 წლის
 23 – 24 სექტემბრი, 15:00 საათის ჩათვლით;
3.    მაგისტრანტობის კანდიდატებთან ხელშეკრულებები გაფორმდება 2019 წლის 23-25 სექტემბერს;
 
ზაფხულის სესიები
  იაკობ  გოგებაშვილის  სახელობის თელავის  სახელმწიფო უნივერსიტეტის  ხარისხის უზრუნველყოფის
 სამსახურის  საგამოცდო ცენტრი, 2019 წლის 10 ივნისიდან     21 ივნისის ჩათვლით, ატარებს ზაფხულის სესიებს.
  გამოცდების განრიგი იხილეთ უნივერსიტეტის საგამოცდო ცენტრის ფეისბუქის გვერდზე: TelaviUni/ საგამოცდო ცენტრი.
  სტუდენტთა   დასკვნითი  გამოცდები  ჩატარდება    ბიბლიოთეკის  შენობაში.
   დამატებითი  საგამოცდო პერიოდი  განისაზღვრება 2019  წლის 21 ივნისიდან 2019 წლის 2 ივლისის   ჩათვლით.
 
სსიპ იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2018-2019  სასწავლო 
წელი (საბაკალავრო, ზოგადი განათლების დაწყებითი საფეხურის  მასწავლებლის მომზადების 
ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო  და ქართულ ენაში მომზადების პროგრამებზე) დაიწყება
 2018 წლის 1 ოქტომბერს და დასრულდება 2019 წლის 5 ივლისს.
სემესტრების ხანგრძლივობა განისაზღვრება შემდეგი სახით:
 ა)   I  სემესტრი დაიწყება 2018  წლის 1 ოქტომბერს და დასრულდება 2019 წლის  8 თებერვალს;
 ბ)  II  სემესტრი დაიწყება 2019 წლის 25  თებერვალს და დასრულდება 2019  წლის 5 ივლისს;
 გ)  პირველი სემესტრის სტუდენტთა  ადმინისტრაციული და აკადემიური რეგისტრაცია   
დაიწყება 2018 წლის 3 სექტემბრიდან 
      და დასრულდება 2018 წლის 26 სექტემბერს. ადმინისტრაციული  რეგისტრაციის დაგვიანებით გავლა შესაძლებელია 
      კანონმდებლობის ფარგლებში;
დ) სტუდენტთა აკადემიური რეგისტრაცია დაიწყება 2018 წლის 3 სექტემბერს და დასრულდება 2018 წლის 15 ოქტომბერს.
სესიები ჩატარდება შემდეგი გრაფიკით: 
ა) ზამთრის სესიები დაიწყება  2019 წლის  14  იანვარს და დასრულდება  2019 წლის 25   იანვარს.
ა¹)  დამატებითი საგამოცდო პერიოდი განისაზღვრება 2019 წლის 25 იანვრიდან  2019  წლის 5  თებერვლის  ჩათვლით;
ბ)  ზაფხულის სესიები დაიწყება   2019  წლის 10 ივნისიდან  და დასრულდება  2019  წლის 21 ივნისს;
ბ¹)  დამატებითი საგამოცდო პერიოდი განისაზღვრება 2018  წლის  21 ივნისიდან 2019 წლის   2 ივლისის    ჩათვლით.
არდადეგების ხანგრძლივობა  განისაზღვრება შემდეგი სახით:
ა) ზამთრის არდადეგები დაიწყება  2019  წლის 11 თებერვლიდან და დასრულდება 2019  წლის24 თებერვალს;
ბ) ზაფხულის არდადეგები დაიწყება 2019 წლის 8 ივლისს  და დასრულდება 2019 წლის 31  აგვისტოს.
პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა უნდა წარადგინონ შემდეგი საბუთები:
1.   მოქალაქეობის პირადობის მოწმობის ასლი;
2.   4 ფერადი ფოტოსურათი (3:4 დისკთან ერთად);
3.   ატესტატის დედანი;
4.   სამხედრო ვალდებულებასთან დამოკიდებულების დამადასტურებელი დოკუმენტის
ასლი (სავალდებულოა ვაჟებისათვის);
5.   პირველი სემესტრის სწავლის საფასურის გადახდის ქვითარი.