იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ესპანელი სტუმარი თესაუში

თესაუს საგრანტო ოფისს სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის წარმომადგენელი ესტუმრა

თესაუს ჰორიზონტი ევროპას საგრანტო ოფისში სტუმრად იმყოფებოდა ესპანეთის სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის ევროპის პროექტების მენეჯერი, დოქტორი ნატალია სოლომატინა.

შეხვედრის ფარგლებში, ესპანელმა სტუმარმა და თესაუს ჰორიზონტი ევროპას საგრანტო ოფისის კოორდინატორმა ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან შაშვიაშვილმა გაუზიარეს ერთმანეთს ინფორმაცია მათი საქმიანობისა და გამოცდილების შესახებ, იმსჯელეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტის მკვლევრებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე კვლევითი პროექტების მომზადების მიმართულებით.

დოქტორი ნატალია სოლომატინა, ჰორიზონტი ევროპას პროგრამის ფარგლებში კვლევითი შესაძლებლობების გაზრდისა და საუკეთესო გამოცდილების შესახებ ინფორმაციის გაზიარების მიზნით, უნივერსიტეტის აკადემიური წრეების წარმომადგენლებსაც შეხვდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 352