იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
8 ივნისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საგანმანათლებლო სემინარი ჩატარდება.

სემინარი Visegrad+ მიერ დაფინანსებული პროექტის — „საოჯახო მეურნეობები სურსათის მიწოდების ჯაჭვებში: გამოცდილების გაზიარება ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან და პოლონეთიდან“ — ფარგლებში გაიმართება.

დამსწრეები გაეცნობიან ცენტრალური ევროპის საოჯახო მეურნეობების პრაქტიკულ მაგალითებს, რომლებმაც სურსათის მიწოდების მოკლე ჯაჭვები წარმატებით დანერგეს (SFSC).

სემინარზე ასევე წარმოდგენილი იქნება კანვას ბიზნეს მოდელი — მენეჯმენტის პრაქტიკული ინსტრუმენტი, რომელიც ფერმერებს რესურსების ოპტიმიზაციაში, ეფექტიანობის გაზრდასა და უფრო სტაბილური შემოსავლის წყაროების შექმნაში ეხმარება.

საგანმანათლებლო სემინარი ფერმერების, მკვლევრების, სტუდენტების, სოფლის განვითარების სფეროს წარმომადგენლების, მდგრადი სოფლის მეურნეობითა და ადგილობრივი სასურსათო სისტემებით დაინტერესებული პირებისთვისაა განკუთვნილი.

პროექტის კოორდინატორია მენდელის უნივერსიტეტი ბრნოში.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

https://frrms.mendelu.cz/educational-workshop-food-chain-telavi/?psn=1300

Maka Kochauri Internationalization and Public Affairs Office / Coordinator Iakob Gogebashvili Telavi State University

Contact: +995 (350) 27-15-33 (+995) 599 87 14 80

Email: ir.specen@tesau.edu.ge

 

 
მნახველთა რაოდენობა: 11