იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მიმდინარეობს--აირჩიე 071!
ტრენინგი სტუდენტებისათვის

 

ძვირფასო სტუდენტებო,

გიწვევთ ტრენინგზე:

„სოციალური უფლებები, დასაქმება და ხელოვნური ინტელექტის გავლენა შრომის ბაზარზე“

 თარიღი: 13 ივნისი, 2026
 დრო: 11:00 – 13:30
 ადგილი: იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, თელავი

ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან:

  • სოციალური უფლებების განვითარების თანამედროვე ტენდენციებს საქართველოში;
  • ხელოვნური ინტელექტის გავლენას სოციალურ და შრომით უფლებებზე;
  • სოციალური დიალოგის მნიშვნელობას შრომით ურთიერთობებში;
  • ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილ შესაძლებლობებსა და გამოწვევებს დასაქმების ბაზარზე;
  • ახალგაზრდებისთვის არსებულ დასაქმების შესაძლებლობებსა და ძირითად შრომით უფლებებს;
  • სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის საკითხებს.

ღონისძიება განსაკუთრებით საინტერესო იქნება სამართლის, სოციალური მეცნიერებების, ბიზნესისა და სხვა მიმართულებების სტუდენტებისთვის, ასევე ყველა ახალგაზრდისთვის, ვისაც აინტერესებს შრომითი ურთიერთობები, დასაქმების პოლიტიკა, სოციალური უფლებები და შრომის ბაზრის მომავალი.

ტრენინგს გაუძღვებიან ექსპერტიზ ფრანსის წარმომადგენლები.

ტრენინგში მონაწილეებს გადაეცემათ მონაწილეობის დამადასტურებელი სერთიფიკატები.

დასწრება თავისუფალია.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 23