იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანაორგანიზატორობით, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება.
კონფერენციას, 25-27 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტი ჩაატარებს.
კონფერენციის თემაა „თანამედროვე ტენდენციები ქიმიაში, ქიმიურ ტექნოლოგიებსა და მომიჯნავე დარგებში: მწვანე ენერგიის პერსპექტივები, ეკოლოგიური მდგრადობა, სურსათის უვნებლობა- 2026“.
კონფერენცია ინსტიტუტის დაარსებიდან 70-ე წელს ეძღვნება და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება.
ღონისძიების ძირითადი თემებია:
I. ნანოპროცესები და ნანოტექნოლოგიები;
II. სასარგებლო წიაღისეულისა და მეორადი ნედლეულის გადამუშავების ფუნდამენტური და ტექნოლოგიური ასპექტები; III. მწვანე ქიმია;
IV. სამეცნიერო ინოვაციების პოპულარიზაცია და კომერციალიზაცია;
V. სურსათის ქიმია და ხარისხი;
VI. STEM+P: მეცნიერება, ინოვაცია და პოლიტიკა, მეცნიერებისა და ინოვაციების საჯარო მართვა.
ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ მეცნიერები ევროპის, ამერილისა და პოსტსაბჭოთა ქვეყნების სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან.
კონფერენციაში ჩაერთვებიან თესაუს სტუდენტებიც.
იქნებიან ჩართული ადგილობრივი სტუდენტებიც.
კონფერენციის ფორმატი ჰიბრიდულია: შეძაძლებელია, როგორც პირადად, ასევე, ონლაინ მონაწილეობა.
კონფერენციის ფარგლებში შექმნილი სამეცნიერო პროდუქტების (საერთაშორისო კონფერენციის თეზისების/მოხსენებათა კრებულის) ელექტრონული მასალები ინდექსირებული იქნება Google Scholar-ში.
რიგი შერჩეული პუბლიკაციები, აზეირბაიჯანელი კოლეგების მხარდაჭერით, გამოიცემა SCOPUS-ში ინდექსირებულ ჟურნალში - “Chemical Problems”.
დამატებითი ინფორმაცია კონფერენციის შესახებ ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://www.iice.ge/conference-2026

