ვებსაიტი იყენებს Cookie ჩანაწერებს. გაეცანი კონფიდენციალობის პოლიტიკას აქ
ვეთანხმები
არ ვეთანხმები
იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ზამთრის სკოლა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2016 წლის 29 თებერვალიდან 6 მარტის ჩათვლით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება ზამთრის სკოლა. პროექტის პროგრამა მოიცავს ლექციებსა და დისკუსიებს, რომლებსაც ქართველი და უცხოელი პედაგოგები წარუძღვებიან. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია თსუ-ს პროფესორი, დოქტორი იაგო კაჭკაჭიშვილი.
–> ზამთრის სკოლა, რომელიც ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით ხორციელდება, მიზნად ისახავს პროფესორ-მასწავლებლების, დოქტორების, მაგისტრანტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების („Think Tank”, კვლევითი ან სხვა ტიპის ორგანიზაციების) წარმომადგენლების კვალიფიკაციის ამაღლებას სოციალურ მონაცემთა ანალიზში, კერძოდ, მათთვის მონაცემთა ანალიზის მოწინავე მეთოდების სწავლებას და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებას.
ზამთრის სკოლის მონაწილეთა შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე. აპლიკაციები მიიღება 2016 წლის 29 იანვრიდან 16 თებერვლის ჩათვლით.
დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:https://tsu.ge/ge/government/administration/departments/pr/news/muV5s0osCkD9APSw/

 
მნახველთა რაოდენობა: 16295
 
 
 
 

    2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.
    Loading...