გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 16 აპრილს უნივერსიტეტის აკადემიური კეთილსინდისიერებისა და სტუდენტთა კონსულტაციის ცენტრის ორგანიზებით, ლიტერატურის მითითების, დამოწმების და ციტირების წესის პრეზენტაცია გაიმართება.
ბაკალავრიატის სტუდენტებისათვის 16 აპრილი, 14 საათი;
მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტებისათვის 16 აპრილი, 18 საათი.
პრეზენტაცია ჩატარდება უნივერსიტეტის სხდომათა დარბაზში, პირველი კორპუსი, მე-2 სართული.