2025 წლის 9 ივნისს, ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი, ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის დირექციისა და სამეცნიერო საბჭოს თანამონაწილეობით, ახალგაზრდა მეცნიერთა კვირეულის ფარგლებში ატარებს ახალგაზრდა მეცნიერთა და სტუდენტთა მულტიდისციპლინარული მეორე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ''ახალგაზრდა მეცნიერები პლანეტის უკეთესი მომავლისთვის''.
კონფერენციის მხარდამჭერია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
კონფერენციის მიზანია ახალგაზრდა მეცნიერებმა, დოქტორანტებმა და უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა წარმოადგინონ საინტერესო და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ცოცხალ ორგანიზმზე გარემო ფაქტორების ზემოქმედების შესახებ. ღონისძიება ხელს შეუწყობს ახალგაზრდებს შორის ურთიერთობების დამყარებას, ინფორმაციის გაცვლას და მათ დაინტერესებას უახლესი სამეცნიერო ტენდენციებითა და ტექნოლოგიებით.
კონფერენციის თარიღი: 9 ივნისი, 2025 კონფერენციის თემატიკა:
გარემო ფაქტორები და ჯანმრთელობა კონფერენციის საორგანიზაციო და პროგრამული კომისიის წევრები:
ივანე ბერიტაშვილის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი.
კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ახალგაზრდა მეცნიერებს, მკვლევარებს, ბაკალავრიატის, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების საფეხურის სტუდენტებს საქართველოში აკრედიტირებული სხვადასხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან და კვლევითი ინსტიტუტებიდან.
მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია და გააგზავნონ აბსტრაქტი ქართულ ან ინგლისურ ენაზე (არაუმეტეს 300 სიტყვისა);
სააპლიკაციო ფორმის შევსება და მასალების წარდგენა შესაძლებელი იქნება 10 მაისის ჩათვლით;
კონფერენციაში მონაწილე თითოეულ მონაწილეს და მის მენტორს გადაეცემა მონაწილეობის სერთიფიკატი;
კონფერენციაზე წარდგენილი მასალები გამოიცემა ელექტრონული წიგნის სახით, რომელიც აიტვირთება ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრის ვებგვერდზე;
დაინტერესების შემთხვევაში ეწვიეთ სარეგისტრაციო ბმულს: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSdcDklBlGpdifMt4n4I78RvoK_sQbq0OK1-I7HT_4B_jaw60g/viewform?usp=header
საქართველოს ნეირომეცნიერთა ასოციაცია (GNA) და თავის ტვინის შემსწავლელი ორგანიზაცია საქართველოში (IBRO) საუკეთესო მომხსენებელს გადასცემს დაჯილდოების სერთიფიკატს და პრემიას.
აშშ მეცნიერთა საპატიო საზოგადოება (Sigma Xi) საუკეთესო პოსტერის ავტორს გადასცემს დაჯილდოების სერთიფიკატს და პრემიას.
სამუშაო ენა: ქართული, ინგლისური კონფერენციის მისამართი:
ივანე ბერიტაშვილის ექსპერიმენტული ბიომედიცინის ცენტრი, ლევან გოთუას ქუჩა 14
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: E-mail: youngscientists@biomedicine.org.ge ტელ. 591 01 69 38; 592 06 70 11