იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუში გარე და შიდა მობილობა დაიწყო!                         
კონკურსი სტუდენტებისათვის

ახალგაზრდობის სააგენტო აცხადებს საგრანტო კონკურსს სტუდენტებისთვის.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს მოქალაქე, უმაღლესი ან/ და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების აქტიური სტატუსის მქონე სტუდენტს/ პროფესიულ სტუდენტს, რომელიც საგრანტო პროექტის განხორციელების მიზნით საინიციატივო ჯგუფში აერთიანებს აქტიური სტატუსის მქონე არანაკლებ 5 სტუდენტს/ პროფესიულ სტუდენტს;

კონკურსის საერთო ბიუჯეტია: 180 000 ლარი.

ერთი საგრანტო პროექტი შესაძლოა დაფინანსდეს მაქსიმუმ 15 000 ლარით.

განაცხადები მიიღება 2026 წლის 8 მარტის ჩათვლით.

საგრანტო კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ბმულზე: https://youthagency.gov.ge/sagranto-konkursebi/akhalgazrduli-iniciativebi/

 
მნახველთა რაოდენობა: 15