იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუში სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება

2026 წლის 2-3 ოქტომბერს თესაუს განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი VI საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას ,,განათლება, კვლევა, პრაქტიკა” ჩაატარებს.

კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ საქართველოსა და. საზღვარგარეთის უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებსა და. დოქტორანტებს, მაგისტრებს, სამეცნიერო–კვლევითი დაწესებულებების თანამშრომლებს, საჯარო სკოლების პედაგოგებს, სკოლამდელი დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებს, დამოუკიდებელ მკვლევრებს, დაიტერესებულ პირებს, რომელთა თეზისიც აკადემიურ მოთხოვნებს დააკამაყოფილებს.

მოხსენების წარდგენა შესაძლებელია ინდივიდუალურად და თანაავტორობით.

საკონფერენციო მოხსენებები გამოქვეყნდება ელექტრონულად კონფერენციის შემდეგ.

დაინტერესებულ პირებს, ვისაც არ სურს კონფერენციაზე მოხსენების გაკეთება, შეუძლიათ ღონისძიებაზე მსმენელის სტატუსით დასწრება. შესაბამისად, კონფერენციაში შესაძლებელია ორი, მომხსენებლის და მსმენელის სტსტუსით მონაწილეობა.

კონფერენციაზე გთავაზობთ პროფესიული განვითარების ვორქშოფს „STEM მიდგომის დანერგვა სასწავლო პროცესში“, რომელსაც ასოცირებული პროფესორი, ნათელა ბაღათრიშვილი გაუძღვება.

კონფერენციის მიზანია აკადემიური სფეროს წარმომადგენლების, მკვლევრების მასწავლებლების და განათლების საკითხებით დაინტერესებული პირებისთვის სადისკუსიო სივრცის შექმნა, ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, არსებული გამოწვევების განხილვა, თანამედროვე ტექნოლოგიების, წამყვანი პრაქტიკის, სამეცნიერო კვლევების წარმოჩენა, ინოვაციებზე აქცენტირება და ლიდერობის კულტურის პოპულარიზაცია შემდეგი მიმართულებებით:

  1. აღზრდისა და სწავლების თანამედროვე ტექნოლოგიები
  2. ინოვაციები განათლებაში 
  3. ადრეული და სკოლამდელი განათლება
  4. ინკლუზიური განათლება 
  5. საინფორმაციო ტექნოლოგიები და ხელოვნური ინტელექტი განათლებაში
  6. განათლებისა და განვითარების ფსიქოლოგია 
  7. განათლების ფილოსოფია
  8. განათლების მენეჯმენტი 
  9. განათლების ისტორია 
  10. ბავშვთა უფლებები
  11. STEM მიდგომა განათლებაში

კონფერენციის შრომების კრებული რეფერირებადია და ელექტრონულ პუბლიკაციებს მიენიჭება DOI.

კონფერენცია ითვალისწინებს პლენარულ და სექციურ მუშაობას.

კონფერენციის სამუშაო ენები - ქართული და ინგლისური.

კონფერენციის რეგლამენტი - მოხსენება 15 წუთი, მსჯელობა 5 წუთი.

საკონფერენციო მოხსენების თეზისი უნდა შეიცავდეს არა უმეტესს 200 სიტყვას.

თეზისი უნდა აიტვირთოს Word Doc ან PDF ფორმატში.

რეზიუმე უნდა იყოს საკვლევი საკითხის მკაფიო და ლაკონური მიმოხილვა.

სასურველია იგი შეიცავდეს კვლევის მიზანს, გამოყენებულ მეთოდებს, შედეგებს და ძირითად დასკვნებს.

რეზიუმეს დაურთეთ 3-5 საკვანძო სიტყვა - კვლევის ძირითადი თემის წარმოსაჩენად.

მნიშვნელოვანი თარიღები: რეგისტრაციის გასავლელად და საკონფერენციო მოხსენების თეზისის გასაგზავნად გადადით შემდეგ ბმულზე https://forms.gle/2mDomg3o5wJiTxNk9

• თეზისების მიღების ბოლო ვადა - 10 ივლისი;

• დასტური კონფერენციაში მონაწილეობის შესახებ - 10 აგვისტო;

• სარეგისტრაციო თანხის გადახდა - 10 აგვისტო - 10 სექტემბერი;

• კონფერენციის ღონისძიება - 2-3 ოქტომბერი

• სრული მოხსენების/ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადა - 30 ოქტომბერი რეგისტრაცია

ადგილობრივი უცხოელი კონფერენციაში მონაწილეობა (მოხსენება), თეზისების კრებული (ბეჭდური) და ნაშრომის ონლაინ პუბლიკაცია*. 100 ლარი $50 პროფესიული განვითარების ვორქშოფზე დასწრება 50 ლარი - ვახშამი (ნებაყოფლობითი) 80 ლარი $30 მსმენელი 50 ლარი - *ქართველ ავტორთა ჯგუფის შემთხვევაში თითოეული თანაავტორი იხდის სარეგისტრაციო თანხას- 80 ლარს/$40 **ერთზე მეტი თეზისის გამოგზავნისას, ქართველი ავტორი თითოეულზე იხდის სარეგისტრაციო თანხას - 70 ლარს/$30

კონფერენციის ჩატარების ადგილი - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი კონფერენციის ჩატარების ტექნიკურ დეტალებს გაცნობებთ დამატებით.

კონფერენციაში ყველა სახის მონაწილეზე გაიცემა სერტიფიკატი.

საკონფერენციო მოხსენების თეზისის გამოსაგზავნად გადადით შემდეგ ბმულზე https://forms.gle/QGDAERGpc3m79oYNA

პატივისცემით, კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი: ნინო მოდებაძე - პროფესორი, ფაკულტეტის დეკანი, ტელ:555 452 794

საკონტაქტო პირები: თამარ მიქელაძე - ასოცირებული პროფესორი, 555 783 735

ნათია გაბაშვილი - ასოცირებული პროფესორი, 593 463 660

შორენა ძამუკაშვილი - ასოცირებული პროფესორი, განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, 593 731 217

დამატებითი კითხვებისთვის მისწერეთ: edu.conference@tesau.edu.ge საქართველო, 2200, ქ. თელავი, ქართული უნივერსიტეტის ქუჩა №1, მე-2 კორპუსი, განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი.

 
მნახველთა რაოდენობა: 28
 
 
 
 

    2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.