ევროკომისიის მიერ დაფინანსებული PROVE პროექტის ფარგლებში, გთავაზობთ12-საათიან ტრენინგ-კურსს სწავლების თანამედროვე მეთოდოლოგიაში – „დილემებით სწავლება“.
ტრენინგი მიზნად ისახავს უმაღლესი განათლების სივრცეში სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების თანამედროვე მიდგომების დანერგვის ხელშეწყობას, კრიტიკული აზროვნების, ეთიკური მსჯელობის, გადაწყვეტილების მიღებისა და პრობლემების გადაჭრის უნარების განვითარებისათვის ეფექტური სასწავლო პრაქტიკების გაცნობასა და გამოყენებას.
„დილემებით სწავლება“ წარმოადგენს ინოვაციურ პედაგოგიკურ მიდგომას, რომელიც სასწავლო პროცესში რეალური თუ სიმულირებული რთული სიტუაციების განხილვის გზით ხელს უწყობს სტუდენტების აქტიურ ჩართულობას, არგუმენტირებული მსჯელობის, თანამშრომლობისა და რეფლექსიის უნარების განვითარებას.
ტრენინგის ფარგლებში მონაწილეები გაეცნობიან დილემებზე დაფუძნებული სწავლების თეორიულ საფუძვლებს, პრაქტიკულ ინსტრუმენტებსა და სასწავლო კურსებში მისი ინტეგრირების შესაძლებლობებს.
ტრენინგის მნიშვნელოვანი კომპონენტია VaKE (Values and Knowledge Education) მეთოდოლოგიის გაცნობა და პრაქტიკული გამოყენება.
VaKE წარმოადგენს სწავლების ინოვაციურ მიდგომას, რომელიც აერთიანებს ღირებულებებზე დაფუძნებულ განათლებასა და ცოდნის კონსტრუირებას.
მეთოდოლოგია ეფუძნება დილემების განხილვას და ხელს უწყობს სტუდენტებში კრიტიკული აზროვნების, ეთიკური მსჯელობის, არგუმენტაციის, თანამშრომლობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარების განვითარებას. ტრენინგის მონაწილეები გაეცნობიან VaKE-ის თეორიულ საფუძვლებს, სასწავლო პროცესში მისი ინტეგრირების პრაქტიკულ გზებსა და კონკრეტულ ინსტრუმენტებს, რომლებიც ეფექტურად შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა აკადემიურ დისციპლინაში.
ტრენინგს გაუძღვებიან PROVE პროექტის ტრენერები.
ტრენინგის ჩატარების თარიღები და დრო:
• 29 ივნისი – 13:00–17:00
• 30 ივნისი – 13:00–17:00
• 1 ივლისი – 13:00–17:00
ადგილი: თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეორე კორპუსი, აუდიტორია 107.
რეგისტრაციისთვის გთხოვთ გამოიყენოთ შემდეგი ბმული:
რეგისტრაციის ბოლო ვადაა: 20 ივნისი.
ტრენინგის წარმატებით დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები.

