იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ავსტრიის სასტიპენდიო პროგრამები

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან შემოსული ინფორმაციის საფუძვლეზე გაცნობებთ, რომ ავსტრიის ქალთა საკითხების, მეცნიერებისა და კვლევის ფედერალური სამინისტრო 2027/2028 აკადემიური წლისთვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამებს სტუდენტების, კურსდამთავრებულებისა და მკვლევრებისთვის.

პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ავსტრიის სტიპენდიებისა და კვლევითი გრანტების მონაცემთა ბაზაში — grants.at, გერმანულ და ინგლისურ ენებზე. აღნიშნულ ბაზაში ასევე ხელმისაწვდომია ინფორმაცია სხვა ინსტიტუტების მიერ შეთავაზებული სასტიპენდიო პროგრამების შესახებ.

ზემოაღნიშნულ ვებ-გვერზე წარმოდგენილია შემდეგი სასტიპენდიო პროგრამები: Franz Werfel Scholarship; Ernst Mach Scholarship – Worldwide, Ernst Mach Scholarship for Studies at an Austrian University of Applied Sciences; Ernst Mach Follow-up Grant (Development Cooperation) და Ernst Mach Scholarship – ASEA-UNINET. თითოეულ პროგრამაზე განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა განისაზღვრება შესაბამისი პროგრამის პირობებისა და სამიზნე ქვეყნების მიხედვით.

ამასთან, Franz Werfel Scholarship და Ernst Mach Scholarship – Worldwide ღიაა მსოფლიოს ყველა ქვეყნის აპლიკანტისთვის, ხოლო სხვა პროგრამებზე ვრცელდება კონკრეტული გეოგრაფიული და პროგრამული შეზღუდვები.

 
მნახველთა რაოდენობა: 41
 
 
 
 

    2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.