იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს გარე და შიდა მობილობას 2026/2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში შემდეგ საგანმანათლებლო პროგრამებზე:
სამართლის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
სურსათის ტექნოლოგიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ტურიზმის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა (180 კრედიტი);
ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა (180 კრედიტი);
აგრონომიის საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა (180 კრედიტი);
სატყეო საქმე საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა (180 კრედიტი);
ინფორმაციული ტექნოლოგიების (მასწავლებლის ერთწლიანი მომზადების პროგრამის ინტეგრირებით) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ბიოლოგიის (მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის ინტეგრირებით) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ისტორიის (მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის ინტეგრირებით) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ქართული ფილოლოგიის (მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის ინტეგრირებით) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ინგლისური ფილოლოგიის (მასწავლებლის მომზადების 60 კრედიტიანი პროგრამის ინტეგრირებით) საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა;
მევენახეობა- მეღვინეობის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
ეკოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა;
სურსათის ტექნოლოგიის სადოქტორო საგანამანათლებლო პროგრამა.
2020 და შემდგომ წლებში ერთიანი ეროვნული გამოცდებით ჩარიცხულებისთვის გარე მობილობის აუცილებელი წინაპირობაა არჩევითი საგნის შესაბამისობა.
გარე მობილობის მსურველთა რეგისტრაციის ვადა:
24 აგვისტოდან 8 სექტემბრის 18:00 საათამდე. რეგისტრაცია ხორციელდება პორტალზე: students.emis.ge.
შიდა მობილობის მსურველი პირებისათვის, ზემოთ აღნიშულ პორტალზე რეგისტრაცია, საჭირო არ არის.
მობილობის შედეგების თაობაზე, მონაწილე პირები, სმს შეტყობინებას მიიღებენ.
შეტყობინების მიღებისთანავე სტუდენტმა უნდა მიმართოს მიმღებ უნივერსიტეტს და განაცხადთან ერთად წარადგინოს საკუთარი უნივერსიტეტიდან გამოთხოვილი პირადი საქმის დამოწმებული ასლი.
• გარე მობილობისთვის საჭირო-დოკუმენტების ჩამონათვალი:
• განცხადება;
• ამონაწერი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ბრძანებიდან;
• სტუდენტის სასწავლო ბარათი (ნიშნების ფურცელი) (განმეორებითი მობილობის შემთხვევაში – ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომლებშიც სტუდენტს უსწავლია);
• სტუდენტის შესახებ გამოცემული ყველა სამართლებრივი აქტი/ამონაწერი დამოწმებული უნივერსიტეტის ბეჭდით (განმეორებითი მობილობის შემთხვევაში – ყველა იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომლებშიც სტუდენტს უსწავლია);
• სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
• პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ,უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
• სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი.
უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
• ფოტოსურათი ზომით 3X4 და ელვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
მობილობის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურს, შემდეგ ნომერზე: 599 74 77 75.
გისურვებთ წარმატებებს!


