მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე საბუთების მიღება დაიწყო.
პროგრამაზე საბუთების მიღება 8 სექტემბერს დაიწყო და 24 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
საბუთების მიღება წარმოებს ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-დან 17:00 საათამდე, უნივერსიტეტის მეორე კორპუსში, განათლებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანატში (მეორე სართული, ოთახი №207). აპლიკანტმა უნდა წარადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) პირადობის მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);
ბ) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დიპლომის ასლი (დედანთან ერთად) ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტი;
გ) ორი ფოტოსურათი (3×4);
დ) სამხედრო ვალდებულების დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (სავალდებულოა ვაჟებისათვის);
ე) განცხადება რექტორის სახელზე (ივსება ადგილზე);
ვ) შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული საგნის გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი.
შეგახსენებთ, რომ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აპლიკანტის ჩარიცხვის საფუძველია:
1. საგნის გამოცდის წარმატებით ჩაბარება;
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის ჩაბარება, რომელიც მოიცავს:
ა) ტესტირებას — საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“;
ბ) სამოტივაციო წერილს. მასწავლებლის მომზადების 60-კრედიტიან საგანმანათლებლო პროგრამაზე მისაღები გამოცდა ჩატარდება 2026 წლის 28 სექტემბერს.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ შემდეგ ნომრებზე:
599 56 00 82; 555 45 27 94; 599 28 55 75; 593 91 46 74.
გისურვებთ წარმატებას!

