იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება!
სტაჟირებით დაინტერესებული პირების საყურადღებოდ!

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი კომპანია „ასკანელი“ აცხადებს 3 თვიანი სტაჟირების პროგრამას ღვინის წარმოების მუშაკის პოზიციაზე  თბილისში. კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ:

www.askaneli.ge

www.facebook.com/Askaneli1880

www.facebook.com/Askaneli-Garden

ფუნქცია-მოვალეობები:

ღვინის დაყენება, დამუშავება, ფილტრაცია, ჩამოსხმისთვის მომზადება ხელმძღვანელის მითითების შესაბამისად.

ღვინის ფილტრებთან, ტუმბოებთან და სხვა საწარმო დანადგარებთან მუშაობა.

ღვინის ცისტერნებზე მუშაობა დადგენილი გეგმისა და სტანდარტების მიხედვით.

 მარანში არსებული რეზერვუარებისა და დანადგარების წმენდა, რეცხვა, დეზინფექცია.

სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებისა და დანერგილი სტანდარტების დაცვა.

 სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე სამუშაოსთან დაკავშირებული ყველა სხვა დავალების შესრულება.

უნარ-ჩვევები:

პუნქტუალურობა.

დისციპლინირებულობა.

 კომუნიკაბელურობა.

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 09:00 - 18:00 სთ.

მის: თბილისი, სამგორის რაიონი, კახეთის გზატკეცილი # 110 ა. 

კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებასა და კვებას.

დაინტერესების შემთხვევაში გააგზავნეთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@askaneli.ge და სათაურის ველში მიუთითეთ სტაჟირება ღვინის ტექნოლოგიის დეპარტამენტში ან დაუკავშირდით ნომერზე 591 02 61 34 +995 577 00 81 81

თბილისი, კახეთის გზატკ. # 110ა გისურვებთ წარმატებებს!

 
მნახველთა რაოდენობა: 56