იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება!
აკადემიური პერსონალის საყურადღებოდ!

კვლევის პასუხისმგებლიანად წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა საქართველოს უნივერსიტეტებში“ (ETHICS) პროექტის ფარგლებში, მოხარული ვართ, მოვიწვიოთ პროექტში მონაწილე უნივერსიტეტების დაინტერესებული კოლეგები სემინარზე:

„კვლევის მონაცემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის შესახებ მიმდინარე დისკუსია გერმანიაში“

სემინარი გაიმართება 2026 წლის 13 ოქტომბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში, G106 აუდიტორიაში მისამართი: თბილისი, გიორგი წერეთლის შესახვევი №1.

სემინარი ჩატარდება ჰიბრიდულ ფორმატში. მონაწილეებს, რომლებსაც სურთ ონლაინ რეჟიმში ჩართვა, Zoom-ის ბმული რეგისტრაციის შემდეგ მიეწოდებათ.

სემინარს გაუძღვება დოქტორი ივეს ვინსენტ გროსმანი (Dr Yves Vincent Grossmann), ფრანკფურტის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის (Universitätsbibliothek Johann Christian Senckenberg) კვლევის მონაცემებისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულების ხელმძღვანელი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ბიბლიოთეკის უფროსი (გერმანია).

სემინარის ფარგლებში განხილული იქნება გერმანიაში კვლევის მონაცემების მართვისა და პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით არსებული მნიშვნელოვანი მიღწევები და მიმდინარე დისკუსიები. ყურადღება გამახვილდება კვლევის მონაცემთა ინფრასტრუქტურებზე, სერვისების მდგრადობაზე, ხელოვნურ ინტელექტსა და  სხვა აქტუალურ საკითხებზე, 

სემინარის სამუშაო ენა: ინგლისური

რეგისტრაცია: https://forms.gle/d9E6q8RuRF7nrPer5

Zoom-ის ბმული და სემინართან დაკავშირებული დამატებითი პრაქტიკული ინფორმაცია რეგისტრირებულ მონაწილეებს მიეწოდებათ.

 
მნახველთა რაოდენობა: 47
 
 
 
 

    2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.