13 დეკემბერს „ევროპის უნივერსიტეტში“ მე-6 საერთაშორისო კონფერენცია „განათლება, ტექნოლოგიები და ინოვაცია“ (ICETI 2026) გაიმართება. კონფერენციის პარტნიორები არიან ევროპის ცენტრალური უნივერსიტეტი და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
კონფერენციის თემაა „აკადემიური კეთილსინდისიერება და ტრანსფორმაციული პრაქტიკები უმაღლესი განათლების განვითარებად სივრცეში“. ღონისძიება გააერთიანებს განათლების სფეროს პროფესიონალებს, მკვლევრებს, ექსპერტებსა და პოლიტიკის შემქმნელებს. მონაწილეები ერთმანეთს გაუზიარებენ იდეებს, კვლევის შედეგებსა და სწავლება-სწავლის საუკეთესო პრაქტიკას.
თემატური მიმართულებები:
აკადემიური კეთილსინდისიერების კულტურა გენერაციული ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში: ინსტიტუციური ღირებულებები, სტუდენტებისა და პერსონალის ინფორმირებულობა, უნივერსიტეტების მიდგომები ხელოვნური ინტელექტის გამოყენებასთან დაკავშირებული გამოწვევების მიმართ;
შეფასების დიზაინი აკადემიური კეთილსინდისიერების დასაცავად: შეფასების ისეთი ფორმების შემუშავება, რომლებიც ამცირებს არაკეთილსინდისიერი ქცევის რისკს და უზრუნველყოფს შედეგების სარწმუნოობას;
შეფასების ვალიდურობა, სანდოობა და სამართლიანობა ციფრულ ეპოქაში: ტექნოლოგიებზე დაფუძნებული შეფასების ხარისხი იმ ვითარებაში, როცა გენერაციული ხელოვნური ინტელექტი ცვლის სტუდენტების მიერ ნაშრომების შექმნის პროცესს;
ტრანსფორმაციული სწავლება, ავთენტური შეფასება და უკუკავშირი: სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება, ავთენტური და კომპეტენციებზე დაფუძნებული შეფასება, განმავითარებელი შეფასება;
ინსტიტუციური პოლიტიკა და ხარისხის განვითარება: აკადემიური კეთილსინდისიერებისა და შეფასების პოლიტიკა, მარეგულირებელი ჩარჩო, ხარისხის უზრუნველყოფის პრაქტიკა;
ინოვაციური ტექნოლოგიები განათლებაში: ხელოვნური ინტელექტის, ვირტუალური და გაძლიერებული რეალობის (VR/AR), გეიმიფიკაციისა და განვითარებადი ტექნოლოგიების ინტეგრირება განათლებაში;
ტექნოლოგიები მდგრადობისა და გლობალური გამოწვევებისთვის: ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ხელს უწყობს მდგრად განვითარებას და საგანმანათლებლო სისტემის მზაობას გლობალური გამოწვევების საპასუხოდ;
პროფესიული განვითარება ინოვაციური სწავლებისთვის: აკადემიური და ადმინისტრაციული პერსონალის კომპეტენციების განვითარება ინოვაციური, ტექნოლოგიებით გაძლიერებული სწავლებისა და შეფასებისთვის.
ღონისძიება გაიმართება პირისპირ ფორმატში.
მონაწილეობის საფასური შეადგენს 50 ლარს.
კონფერენციაზე მომხსენებლად რეგისტრაციისა და აბსტრაქტების წარდგენის ბოლო ვადაა 2026 წლის 15 ნოემბერი.
დეტალური ინფორმაცია, მათ შორის სარეგისტრაციო ფორმა, ხელმისაწვდომია ბმულზე
Tel: +995 32 2 000 171 (125)
Address: 76 Guramishvili ave, 0141, Tbilisi, Georgia
Email: science.center@eu.edu.ge
Web: www.eu.edu.ge


