სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო რექტორის თანამდებობის დასაკავებლად 2026 წლის 3 ნოემბრიდან არჩევნებს აცხადებს.
კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყება 2026 წლის 14 დეკემბერს 10:00 საათზე და დასრულდება 2026 წლის 22 დეკემბერს 17:00 საათზე.
კანდიდატების რეგისტრაცია იწარმოებს 10- დან 17 საათამდე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიაში, უნივერსიტეტის I კორპუსი, II სართული, 214-ე ოთახი.
რექტორობის კანდიდატებთან გასაუბრება ჩატარდება 2026 წლის 28 დეკემბერს.
სსიპ - იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნები ჩატარდება 2026 წლის 31 დეკემბერს.
რექტორის თანამდებობის არჩევნებში რეგისტრაციისათვის კანდიდატმა უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიას უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტები:
● განცხადება;
● პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის ასლი;
● ავტობიოგრაფია ან CV;
● დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის სანოტარო წესით დამოწმებული ასლი;
● ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვის შესახებ;
ცნობა ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის შესახებ“;
● რექტორობის კანდიდატის სამოქმედო გეგმა;
● 2 ფოტოსურათი ზომით 3X4;


