იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პირველკურსელთა რეგისტრაცია იწყება!
საგრანტო კონკურსი სტუდენტებისათვის

შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა გამოაცხადა 2026 წლის მიზნობრივი საგრანტო კონკურსი ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის!

კონკურსის მიზანია ბაკალავრიატის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა მხარდაჭერა, მათი სამეცნიერო ინტერესების გაღვივება და წახალისება, ინოვაციური იდეებისა და შემოქმედებითი მიდგომების გამოვლენა, სამეცნიერო პოტენციალის განვითარება, სტუდენტთა ჩართულობის ზრდა საგანმანათლებლო და მეცნიერების პოპულარიზაციის პროცესებში; მათი კვლევითი უნარების განვითარებისა და სამეცნიერო კარიერის ჩამოყალიბების ხელშეწყობა.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ გთხოვთ, იხილოთ ფონდის ვებგვერდზე: https://shorturl.at/QuLnw

 
მნახველთა რაოდენობა: 43