იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუში გარე და შიდა მობილობა დაიწყო!                         
უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ერთობლივი სტიპენდია 2017-2018 აკადემიური წლისთვის

     უნგრეთის მთავრობა გამოყოფს სტიპენდიებს მაგისტრანტებისთვის ინგლისურენოვან პროგრამებზე შემდეგი მიმართულებებით: 1. აგრარული მეცნიერებები; 2. მებაღეობა; 3. წყლის მართვა სოფლის მეურნეობაში.

    სტიპენდია ფარავს სწავლების, ცხოვრების, კვებისა და ჯანმრთლებლობის დაზღვევის თანხებს. სტუდენტთა შერჩევა მიმდინარეობს ორ ეტაპად: პირველ ეტაპზე უნგრეთის მხარე შეარჩევს სტუდენტებისგან ელ - ფოსტით მიღებულ საბუთებს, ხოლო მეორე ეტაპზე შერჩეულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ ინგლისური ენის წერითი ან ზეპირი გამოცდა.

    სტიპენდიის მოსაპოვებლად, საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2017 წლის 28 თებერვალი.

  დეტალური ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში: სტიპენდიის შესახებ, აპლიკაციის ფორმა.

 
მნახველთა რაოდენობა: 15586