იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
C ჰეპატიტის სკრინინგის აქცია თესაუ-ში

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ დაიწყო C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის პირველი ეტაპი, რომლის მიზანია საქართველოში C ჰეპატიტით გამოწვეული ავადობის, სიკვდილიანობისა და ინფექციის გავრცელების შემცირება.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტებში მოეწყობა უფასო სკრინინგის აქციები. 
C ჰეპატიტის სკრინინგის აქცია იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება 22 დეკემბერს, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე (თესაუ-ს I სართული, მე-18 აუდიტორია).

 
მნახველთა რაოდენობა: 17514