იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
YALA (BSB01271) პროექტის სამუშაო შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

2026 წლის 13 აგვისტოს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა YALA (BSB01271) პროექტში ჩართული უნივერსიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.

შეხვედრის ფარგლებში მონაწილეებმა განიხილეს პროექტის მიმდინარეობა, სამუშაო ჯგუფის წევრთა როლები და პასუხისმგებლობები, მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები, შესასრულებელი ამოცანები და მათი განხორციელების ვადები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გუნდის შიდა კოორდინაციას, პროექტით გათვალისწინებული საქმიანობების ეფექტიან განხორციელებასა და პარტნიორებთან თანამშრომლობის საკითხებს.

შეხვედრაზე ასევე დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებები და შემდგომი სამუშაო ნაბიჯები, განისაზღვრა შესაბამისი პასუხისმგებლობები და შეთანხმდა პროექტის საქმიანობის კოორდინირებული განხორციელების ძირითადი მიმართულებები.

 

YALA (BSB01271) პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ Interreg NEXT Black Sea Basin Programme-ის ფარგლებში.

 
მნახველთა რაოდენობა: 64
 
 
 
 

    2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.