იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ახალგაზრდების ჩართულობის საკითხები რეგიონის განვითარებაში

როგორ დავანგრიოთ სტერეოტიპები და შევქმნათ რეალური გავლენა ადგილობრივ თვითმმართველობაზე

2026 წლის 14 აგვისტოს, YALA (BSB01271) პროექტის ფარგლებში, პროექტის ექსპერტმა შალვა ჭკადუამ ახალგაზრდებთან სამუშაო შეხვედრა გამართა თემაზე — „ახალგაზრდების ჩართულობის საკითხები რეგიონის განვითარებაში“.

შეხვედრის მთავარი აქცენტი გაკეთდა საკითხზე — როგორ დავანგრიოთ ახალგაზრდების ჩართულობასთან დაკავშირებული სტერეოტიპები და შევქმნათ რეალური გავლენა ადგილობრივ თვითმმართველობაზე.

მონაწილეებმა იმსჯელეს ახალგაზრდების როლზე რეგიონის განვითარებაში, ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესებში მათი მონაწილეობის მნიშვნელობაზე, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერასა და ადგილობრივ თვითმმართველობასთან ეფექტიანი თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

შეხვედრამ ხელი შეუწყო ახალგაზრდებს შორის მოსაზრებებისა და იდეების გაზიარებას და ადგილობრივი განვითარების პროცესებში მათი აქტიური ჩართულობის შესაძლებლობების განხილვას.

YALA (BSB01271) პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ Interreg NEXT Black Sea Basin Programme-ის ფარგლებში.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 4
 
 
 
 

    2026 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
    ყველა უფლება დაცულია.