2026 წლის 18 აგვისტოს, YALA (BSB01271) პროექტის ფარგლებში გაიმართა სამუშაო შეხვედრა დაინტერესებულ მხარეებთან (stakeholders).
შეხვედრაზე პროექტის ადმინისტრაციულმა პერსონალმა მაკა კოჭაურმა წარადგინა პრეზენტაცია, რომლის ფარგლებში მონაწილეებს გააცნო პროექტის ძირითადი მიმართულებები, მიზნები, მიმდინარე საქმიანობები და დაგეგმილი ნაბიჯები.
შეხვედრის მონაწილეებმა ასევე განიხილეს პროექტის შემდგომი განხორციელების საკითხები, დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები და ერთობლივად დაგეგმეს სამომავლო აქტივობები.
შეხვედრამ ხელი შეუწყო პროექტის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას, დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციის გაძლიერებას და მომდევნო აქტივობების კოორდინირებულად დაგეგმვას.
YALA (BSB01271) პროექტი თანადაფინანსებულია ევროკავშირის მიერ Interreg NEXT Black Sea Basin Programme-ის ფარგლებში.





