იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
„ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

16 ივლისს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,ჰორიზონტი ევროპას’’ საგრანტო ოფისში აკადემიური პერსონალის, მკვლევრებისა და დოქტორანტებისათვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

"ჰორიზონტი ევროპას" საქართველოს ეროვნული ოფისის წარმომადგენლებმა ისაუბრეს მიმდინარე კონკურსებზე შემდეგი მიმართულებებით:

• I სვეტი - მარი სკლოდოვსკა-კიურის პროგრამები

• II სვეტი - კლასტერი 2: კულტურა, კრეატიულობა და ინკლუზიური საზოგადოება

• გაფართოების ჰორიზონტალური სვეტი (WIDENING)

• კონკურსი Hop-On მეცნიერებსა და ახალგაზრდა მკვლევრებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო შეკითხვებზე მიეღოთ დეტალური და ამომწურავი პასუხი.

საინფორმაციო შეხვედრას უძღვებოდნენ „ჰორიზონტი ევროპას“ საქართველოს ეროვნული ოფისის ადმინისტრაციული მენეჯერი შორენა ქუთელია და ეროვნული საკონტაქტო პირები: თამარ ბერბერაშვილი, ნინო როდონაია და თეონა მაისურაძე.

სტუმრებს მიესალმნენ: რექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, პროფ. ნუნუ გელდიაშვილი და „ჰორიზონტი ევროპას“ საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის კოორდინატორი ქეთევან შაშვიაშვილი.

შეხვედრა ,,ჰორიზონტი ევროპას" საქართველოს ეროვნული ოფისისა და თესაუს საუნივერსიტეტო საგრანტო ოფისის ინიციატივით ჩატარდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 241
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.