იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
თესაუს წარმომადგენლები საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში კოიმბრას უნივერსიტეტში იმყოფებოდნენ

2023 წლის 19-24 ივნისს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა თამარ ასლანიშვილმა და საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მთავარმა სპეციალისტმა ნინო კორინთელმა კოიმბრას (პორტუგალიის) უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კვირეულში მიიღეს მონაწილეობა. კვირეულს  10 ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 20 წარმომადგენელი ესწრებოდა. შეხვედრების ძირითადი განხილვის საკითხები  ევროკომისიის მიერ დაფინანსებული განვითარების პროექტები და საერთაშორისო კრედიტმობილობის პროექტები იყო.

მონაწილეებმა თელავის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და სამომავლო აქტივობები დაგეგმეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 12722