იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუში გარე და შიდა მობილობა დაიწყო!                         
თესაუს პროფესორი კემბრიჯის უნივერსიტეტის კონფერენციაზე

 იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ქეთევან გიგაშვილმა, 2 ივლისს მონაწილეობა კემბრიჯის უნივერსიტეტის თანამედროვე და შუა საუკუნეების ენების ფაკულტეტის მიერ ორგანიზებულ ერთდღიან კონფერენციაში- „კემბრიჯის მეცხრე კონფერენცია ენის საფრთხეზე" -მიიღო.  

    კონფერენციის სადისკუსიო თემა იყო- ,,ენის გამოცოცხლება: ახალი მოსაუბრეები, ახალი გამოწვევები, ახალი ენობრივი ფორმები“ . ქეთევან გიგაშვილმა წაიკითხა მოხსენება- „წოვათუშური ენის აღდგენის  უპერსპექტივობის განმსაზღვრელი ძირითადი ფაქტორები,"- რომელმაც  საერთო მოწონება დაიმსახურა. 

   თესაუს პროფესორი  ვიგოს უნივერსიტეტში (ესპანეთი) მიიწვიეს, სადაც  ოქტომბრის თვეში, დაგეგმილია კონფერენცია მცირე ენების პრობლემებზე.  

 
მნახველთა რაოდენობა: 7019