იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
გიორგი კალანდაძეს ფილოლგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა

  18 ნოემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე, დოქტორანტ გიორგი კალანდაძის სადისერტაციო ნაშრომის-,,ტექსტოლოგიური და საგამომცემლო კვლევები გაბრიელ მცირის ,,გვირგვინის“  შესახებ“-დაცვა გაიმართა (სამეცნიერო ხელმძღვანელები: ქეთევან გიგაშვილი-ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი და მაია ნინიძე-ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, მოწვეული პროფესორი).

    კვლევის ძირითადი ნაწილი დათმობილი აქვს კრებული ,,გვირგვინის“ ავტოგრაფიული და არაავტოგრაფიული ტექსტების კვლევას და მათ შედარებით ანალიზს. ნაშრომი ნათელს ჰფენს გაბრიელ მცირის ცხოვრებისა და მოღვაწეობის უცნობ და შეუსწავლელ საკითხებს.

    გიორგი კალანდაძეს ფილოლგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა.

 
მნახველთა რაოდენობა: 5720