იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
თანასწორობის კვირეული

ევროპის საბჭოს ეგიდით, 15 -24 ნოემბერს, თანასწორობის კვირეული ჩატარდა, რომლის  დევიზი იყო ,,ყველა თანასწორობისთვის."

    სახალხო დამცველის აპარატი   კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს შეუერთდა  და ამ მიზნით, 21 ნოემბერს,  იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო  უნივერსიტეტის სტუდენტებთან  საინფორმაციო შეხვედრა ანტიდისკრიმინაციულ კანონმდებლობასთან დაკავშირებით გამართა. საუბარი, ასევე, შეეხო თანასწორობის მნიშვნელობას და სახალხო დამცველის მანდატს, დისკრიმინაციის აღმოფხვრის მიმართულებით.

    შეხვედრას, რომელიც ონლაინ ფორმატში ჩატარდა,  სახალხო დამცველის წარმომადგენელი კახეთში, ეთერ შიუკაშვილი, უძღვებოდა.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 4039