იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სპორტულ ტირში იასპარეზეს

      იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სპორტულ ტირში ამხანაგური შეჯიბრი გამართეს. ასპარეზობა პნევმატური თოფებიდან, 10 მეტრიან დისტანციაზე ჩატარდა. ამხანაგურ შეჯიბრში უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის ოცამდე სტუდენტი მონაწილეობდა. მოასპარეზეებს შორის პირველი ადგილი, სოციალურ მეცნიერებათა ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტიის სტუდენტმა, გიორგი გურგენაშვილმა დაიკავა. მეორე ადგილზე, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი, დავით მამაგულაშვილი გავიდა. მესამე ადგილი კი, აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტს, ელდარ ჯოხარიძეს ხვდა წილად.

  შეჯიბრი სტუდენტური თვითმმართველობისა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ხელშეწყობით გაიმართა.

 
მნახველთა რაოდენობა: 3253