იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
დასაქმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტრენინგი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

24 იანვარს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის დასაქმების საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგის თემა „არაფორმალური განათლება, მისი მნიშვნელობა და გამოყენების გზები“ იყო. სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ ადგილზე შეესრულებინათ პრაქტიკული სავარჯიშოები, რომლებიც ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის, სწრაფად გაანალიზების და ქმედების უნარების გამომუშავებას უწყობს ხელს. ტრენინგს თელავის განათლების, განვითარების და დასაქმების ცენტრის წარმომადგენელი უძღვებოდა. შეხვედრა თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა კარიერული ზრდისა და განვითარების ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 2910