იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
თელავის უნივერსიტეტის რექტორი ამერიკის ელჩთან ერთად, სამეწარმეო ფორუმს დაესწრო

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, მედიაცენტრ კახეთის ხმის ორგანიზებულ სამეწარმეო ფორუმზე იმყოფებოდა.

ფორუმის ფარგლებში შალვა ჭკადუა, ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს, კელი დეგნანს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინოვაციურ მიღწევებსა და მათ სამეწარმეო საქმიანობაში გამოყენებაზე ესაუბრა.

ფორუმზე კახეთის რეგიონის მეწარმე ქალების ნამუშევრები იყო გამოფენილი.

სტუმრებს შორის იყვნენ, კახეთის გუბერნატორი, გიორგი ალადაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები.

 
მნახველთა რაოდენობა: 4177