იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ენის კვირეული მიმდინარეობს

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტმა, საპრეზენტაციო ღონისძიება ჩაატარა.

უნივერსიტეტის პროფესორმა, თენგიზ სიმაშვილმა, დამსწრე საზოგადოებას თემა, ,, XIX-XX საუკუნის საზოგადო მოღვაწენი კახეთიდან და ენობრივი პოლიტიკა" წარუდგინა.

ღონისძიებაში მონაწილე და დამსწრე საზოგადოებას, უნივერსიტეტის რექტორი, შალვა ჭკადუა მიესალმა, რომელმაც ენის, როგორც ქართველი ერის განვითარების უმნიშვნელოვანეს ფაქტორს, გაუსვა ხაზი.

ენის კვირეულის ფარგლებში გამართულ პრეზენტაციას, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები ესწრებოდნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 3013