იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების დაცვა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების  დაცვა გაიმართა.

2023 წლის 26 ივნისს და 10 ივლისს, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ეკოლოგიის სამაგისტრო (კომისიის თავმჯდომარეპროფესორი მაგდა დავითაშვილი),  ბიოლოგიის საბაკალავრო (კომისიის თავმჯდომარე - ასისტენტ პროფესორი - დარეჯან მარგალიტაშვილი), ინფორმაციული ტექნოლოგიების საბაკალავრო (კომისიის თავმჯდომარე - ასოცირებული პროფესორი სვიმონ ოხანაშვილი) ნაშრომების დაცვის კომისიებმა იმუშავეს.

ნაშრომების დაცვის კომისიებმა სტუდენტთა ნაშრომები შეაფასეს, რის შედეგადაც მათ შესაბამისი აკადემიური ხარისხები მიენიჭებათ.

 
მნახველთა რაოდენობა: 3301