იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური კლუბი შეიქმნა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტუდენტური კლუბი დააარსეს.

კლუბის შექმნის ინიციატორი, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტი კესო სახიაშვილია.

კლუბის სახელწოდებაა ერეკლე მეორე და მასში გაწევრიანება, თავისუფალია.

სტუდენტური კლუბის მიზანი, ეროვნულ ღირებულებებზე დაყრდნობით, აქტიური სოციალური ცხოვრების პოპულარიზაცია, სტუდენტებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა, შემეცნებითი აქტივობების დაგეგმვის ხელშეწყობა, სტუდენტების ინტერესების გამოკვეთა, შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება და სხვა აქტივობებია.

სტუდენტურმა კლუბმა ფუნქციონირება უკვე დაიწყო.

 
მნახველთა რაოდენობა: 2734