იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია ჩატარდა

  მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზეთისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია ჩატარდა. ღონისძიება უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ გახსნა და აუდიტორიას კიდევ ერთხელ შეახსენა 30 წლის აფხაზეთში განვითარებული მოვლენების ისტორია.

  უნივერსიტეტის პერსონალის, სტუდენტებისა და თელავის სხვადასხვა საჯარო სკოლების მოსწავლეებისათვის ლექცია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა წაიკითხეს. პროფესორებმა, ლერი თავაძემ და თენგიზ სიმაშვილმა, ქართული სახელმწიფოს მშენებლობის პროცესში, აფხაზეთის როლზე და მის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. შეხვედრა კითხვა- პასუხისა და დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. საჯარო ლექცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისა და ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა.

 
მნახველთა რაოდენობა: 3292