იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
ტრენინგი ადამიანის უფლებების დაცვის თაობაზე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, სტუდენტებისა და თანამშრომლებისათვის, ტრენინგი ჩაატარეს.

სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს თანამშრომლები, თეა გალახვარიძე და ნინო ბლიაძე, ტრენინგის მონაწილეებს ოჯახური და დისკრიმინაციის, ან შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესახებ ესაუბრნენ.

შეხვედრა კითხვა- პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 3009