იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
თესაუში ჩეხეთის რესპუბლიკიდან სტუმრები იმყოფებოდნენ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს ქალაქ ბრნოს მენდელის უნივერისტეტის მემცენარეობის ფაკულტეტის პროფესორები ესტუმრნენ.

სტუმრები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანს, ლევან შავაძესა და აკადემიურ პერსონალს შეხვდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, ჩეხი პროფესორები აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის სტუდენტებთან თემაზე „მევენახეობა-მეღვინეობა ჩეხეთში“ ლექცია წაიკითხეს და ღვინის დეგუსტაცია ჩაატარეს.

ჩეხი პროფესორების სტუმრობას ორგანიზება უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციისა და საზოგადოებრივ საქმეთა სამსახურმა გაუწია.

 
მნახველთა რაოდენობა: 2683