იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
5 აგვისტოს გარე მობილობა იწყება, დარეგისტრირდი students.emis.ge                          21 აგვისტოს მაგისტრატურაში რეგისტრაცია იწყება!
თესაუში სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტმა სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენცია ჩაატარა.

ფაკულტეტის სხავადასხვა სპეციალობის სტუდენტებმა, კახეთის რეგიონის ტურიზმის განვითარების შესაძლებლობების შესახებ, მოხსენებები წარადგინეს.

ერთ- ერთმა, სტუდენტმა, ხატია ვახტანგიშვილმა, კონფერენციის მონაწილეებთან თელავის მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალის თაობაზე, ვირტუალური ტურის პრეზენტაცია ჩაატარა.

კონფერენცია გაიმართა სამეცნიერო პროექტის "თელავის მუნიციპალიტეტის ტურისტული ინდუსტრიის სერვისების შესწავლა, ანალიზი, კვლევის ინსტრუმენტების შემუშავება" ფარგლებში.

კონფერენციის მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ.

 
მნახველთა რაოდენობა: 2107