იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის თანაორგანიზატორობით, XLIV რესპუბლიკური დიალექტოლოგიური სამეცნიერო სესია ჩატარდა.
სესიის მონაწილეებს თესაუს რექტორის მოადგილე, ნუნუ გელდიაშვილი და ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, ნანა მაჭავარიანი მიესალმნენ.
სესიაში მონაწილე მეცნიერებმა დიალექტოლოგიაში სხვადასხვა თემაზე დამუშავებული კვლევები წარადგინეს და იმ სიახლეებზე ისაუბრეს, რაც მათი კვლევების შედეგად გამოიკვეთა.
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო სესიას ორგანიზება რექტორის მოადგილემ სამეცნიერო დარგში, ნუნუ გელდიაშვილმა გაუწია.