იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
შეხვედრა ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში.

ERASMUS+პროექტის „3E-პარტნიორობა (3E-Partnership) ფარგლებში მონაწილეებმა შეხვედრა ჩაატარეს.

პროექტის მენეჯერმა, მაკა კოჭაურმა აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა, ლევან შავაძემ და პროექტის უფროსმა მკვლევარმა ზურაბ წიგნაძემ, ფაკულტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს პროექტის ფარფლებში განხორციელებული აქტივობების ანგარიში წარუდგინეს.

შეხვედრაზე იმსჯელეს იმ კურსებზეც, რომლებიც თესაუში აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე, ეკოლოგიისა და მევენახეობა-მეღვინეობის სამაგისტრო პროგრამებში უნდა დაინერგოს.

ERASMUS+ პროექტი „3E-პარტნიორობა" ევროპული ენერგო-ეფექტურობა, საქართველოს, აზერბაიჯანსა და უკრაინასთან ურთიერთგაძლიერებული პარტნიორობის მიამრთულებით, თესაუში 2023 წლის დეკემბრიდან ხორციელდება.

პროექტი მიზნად ისახავს ლაბორატორიების საერთაშორისო ქსელის ფორმირებას, მსხვილი კვლევითი პროექტების განხორციელებას, სასწავლო მასალებისა და კურსების შემუშავებას, ცნობიერების ამაღლებას, ტრენერების გადამზადებას განახლებადი ენერგიებისა და ენერგოეფექტურობის მიმართულებით.

პროექტის ფარგლებში, თესაუს პერსონალი ბელგიის, იტალიისა და ესპანეთის  უნივერსიტეტებში იმყოფებოდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 63
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.