იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუში ანატომია- ფიზიოლოგიის შესწავლის ახალი მოდელი ინერგება.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორის, გელა აზიკურის ინიციატივით, ანატომიის კაბინეტში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის პროცესი მიმდინარეობს.

ანატომიის კაბინეტში, ამ ეტაპზე უკვე დაინერგა თანამედროვე ანატომიური ატლასის ", 3D Organon Anatomy", კომპიუტერული 3D ვერსია.

3D Organon Anatomy არის მსოფლიოში მოწინავე ადამიანის ანატომიის ატლასი, რომელიც 14000-ზე მეტ რეალისტურ ანატომიურ მოდელს და აღწერილობას შეიცავს. პროგრამა ასევე აღჭურვილია სხვადასხვა თვალსაჩინოებისთვის განკუთვნილი საჭირო ფუნქციებით და ამავდროულად, უზრუნველყოფს ქართულ ენაზე ანატომიურ თარგმანს.

პროგრამის პოპულარიზაციისათვის საქართველოს სხვადასხვა სკოლებისა და დაინტერესებული პირებისათვის Zoom-ის პლატფორმის გამოყენებით, ერთი წლის განმავლობაში სულ 12 საჯარო ლექცია ჩატარდება. პირველი ასეთი ლექცია 2024 წლის 5 დეკემბერს უკვე გაიმართა.

პროექტის განხორციელების ფარგლებში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროგრამული უზრუნველყოფის და ტექნოლოგიების ანატომიის საგნის სასწავლო კურსის კურიკულუმთან ადაპტირებას მოახდენს და სასწავლო, სასემინარო, პრაქტიკულ და ლაბორატორიულ პროცესებს 3დ ტექნოლოგიებით წარმართავს.

აღსანიშნავია, რომ ანატომიის კაბინეტი უკვე აღიჭურვა მაღალი რესურსის მქონე თანამედროვე საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიებით.

პროგრამა, 3D Organon Anatomy პარტნიორი ორგანიზაციის შპს " ჯი ეს ტექნოლოგიების" ხელმძღვანელთან, გიორგი გიქოშვილთან ურთიერთშეთანხმებით, უნივერსიტეტის რექტორის, შალვა ჭკადუას და აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტის დეკანის, ლევან შავაძის მხარდაჭერით ინერგება.

 
მნახველთა რაოდენობა: 57
 
 
 
 

2025 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.