იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე გაიმართა "STEM ვორქშოფი სკოლის მოსწავლეებისთვის".
ვორქშოფში მონაწილეობა მიიღეს თელავის N2, N4, N7 და N9 საჯარო სკოლების V-VIII კლასის მოსწავლეებმა.
ღონისძიებას უძღვებოდნენ. ქალაქ თელავის N 7 საჯარო სკოლის მოსწავლე, ნიკა ლომაშვილი და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ნათია ბაღათრიშვილი.
ვორქშოპის ორგანიზებასა და მიმდინარეობაში ჩართულები იყვნენ განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის III და IV კურსის სტუდენტები.
პროექტი TBC ბანკის, განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტისა და ფაკულტეტზე არსებული ESTA ლაბორატორია და STEM ჰაბის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარეობს.