აზროვნების დიზაინის პრინციპებისა და პრაქტიკის შესახებ, ინოვაციური თესაუს (Innovative TeSaU) პროგრამის ფარგლებში, Fulbright-ის გრანტის მფლობელმა, თესაუს სტუდენტებისათვის ლექციების კურსი ჩაატარა.
შერონ სქანელი სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს აზროვნების დიზაინის საფეხურებს, 6 კვირის განმავლობაში ასწავლიდა.
კურსის მონაწილეები აქტიურად მუშაობდნენ მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე, ასევე სხვა სტუდენტებთან ინტერვიუების საფუძველზე, გამოავლინეს თელავის ფარგლებს გარეთ მცხოვრები სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი პრობლემები, მათ შორის ტრანსპორტირებისა და და საცხოვრებლის საკითხები.
კურსის მონაწილეებმა იმსჯელეს გამოვლენილი პრობლემების საკითხების გადაჭრის შესაძლო გზებზე და შეიმუშავეს პრაქტიკული რეკომენდაციები.
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტებს სერთიფიკატები და გაზაფხულის სემესტრის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასოდ სარგებლობისათვის, უნივერსიტეტის მიერ დაფინანსებული სამგზავრო ბარათები გადაეცათ.