მიწვევა განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნინო მოდებაძემ, ყაზახეთის პავლოდარის ევრაზიული ინიოვაციური უნივერსიტეტის მიერ მოწყობილი საერთაშორისო კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტისგან მიიღო.
კონფერენციის პლენარულ სხდომაზე, პროფესორმა კონფერენციის მონაწილეებს განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალის მიერ, ევრაზიული ინიოვაციური უნივერსიტეტის განათლების მაგისტრანტებისათვის წაკითხული ლექციების თემატიკისა და ონლაინ ფორმატის შესახებ, ანგარიში ონლაინ რეჟიმში წარუდგინა.
განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა შეხვედრაზე განმარტა, რომ ლექციებს მოჰყვა შესაბამისი გაგრძელება პირისპირ ფორმალური და არაფორმალური შეხვედრების სახით საქართველოში, კერძოდ კი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
კონფერენციაზე გამოითქვა მოსაზრებები ურთიერთთანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატში გაგრძელების შესახებ.