იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დედაენის დღეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფორუმი მიეძღვნა.

ქართული ენის კვირეულის ფარგლებში მოწყობილ ფორუმზე " ენა არის ის, რაც ადამიანს ქმნის ადამიანად" მოხსენებებით, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის, ინგლისური ფილოლოგიისა და ქართულ ენაში მომზადების პროგრამების სტუდენტები ლიკა ოხანაშვილი, ნანა ბადაშვილი და სევგი ალიევა გამოვიდნენ.

მონაწილეებმა ქართული ენის კორიფეებისა და არაქართულენოვან გარემოში ქართული ენის შესწავლის საკითხებზე ისაუბრეს.

შეხვედრის მონაწილეებს უნივერსიტეტის რექტორი, შალვა ჭკადუა მიესალმა.

ფორუმი რექტორის მოადგილის სამეცნიერო დარგში ნუნუ გელდიაშვილის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის შორენა ლაზვიაშვილის, ასოცირებული პროფესორის ელენე ფილაშვილისა და ასისტენტ პროფესორის შორენა წიგნაძის ორგანიზებით ჩატარდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 215