იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს სახელოვნებო დასმა საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე წარმატება მოიპოვა

თესაუს სტუდენტურმა დასმა “თესაუს პარნასი” საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე - “ნიღაბი 2024,” მაყურებლის წინაშე სპექტაკლი “ექვთიმე ღვთისკაცი” წარადგინა

ექვთიმე სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სამართლის სპეციალობის პირველი კურსის სტუდენტი დიმიტრი მამუკელაშვილი, ექვთიმე ღვთისკაცის მთავარი როლის შესრულებისათვის წარდგენილია მამაკაცის დრამატული როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაზე.

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული ფილოლოგიის სპეციალობის მეორე კურსის სტუდენტი ლიკა ოხანაშვილი, ნინო პოლტორაცკაიას როლის შესრულებისათვის წარდგენილია ქალის მეორეხარისხოვანი როლის საუკეთესო შემსრულებლის ნომინაციაზე.

სპექტაკლში მონაწილეობდნენ თესაუს თეატრალური დასის წევრები გეგა ბაწაშვილი, ნინო რეხვიაშვილი, თათია თათულაშვილი, ბარბარე გაბრუაშვილი, მარიამ სესიტაშვილი და მარიამ ღარიბაშვილი.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორი და სასცენო ნაწარმოების ავტორია, ფესტივალის საპატიო წევრი, თესაუს კულტურის კოორდინატორი მანანა შიოშვილი.

ფესტივალს ორგანიზება მოყვარულ სტუდენტურ თეატრთა ასოციაცია ASTAM გაუწია, გენერალური სპონსორები კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და თბილისის მერია იყვნენ.

სპექტაკლის პრემიერა თავდაპირველად 2017 წელს შედგა და ის, დიდი საზოგადო მოღვაწის, ქართული საგანძურის მცველის, ექვთიმე თაყაიშვილის მოღვაწეობას მიეძღვნა. მას შემდეგ, თესაუს თეატრალურმა დასმა " ექვთიმე ღვთისკაცი" სხვადასხვა სცენაზე რამდენჯერმე წარმატებით განახორციელა.

 
მნახველთა რაოდენობა: 432