იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პრეზენტაცია სამეცნიერო ნაშრომის შექმნის წესის შესახებ

თესაუს აკადემიური კეთილსინდისიერებისა და სტუდენტთა კონსულტაციის ცენტრის ორგანიზებით, ლიტერატურის მითითების, დამოწმებისა და ციტირების წესის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და სადოქტორო პროგრამების დამამთავრებელი კურსების სტუდენტები ესწრებოდნენ.

აკადემიური კეთილსინდისიერებისა და სტუდენტთა კონსულტაციის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნინო კახაშვილმა, სტუდენტებს წერითი ნაშრომების APA სტილით გაფორმების წესზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა.

APA სტილი, რომელსაც თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტიც ეყრდნობა, საერთაშორისო აკადემიურ სივრცეში ფართოდ არის გამოყენებული.

APA სტილზე დაყრდნობით, ავტორებს საშუალება ეძლევათ საკუთარი ნაზრევი უფრო ნათლად, გამართულად და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმოადგინონ.

 
მნახველთა რაოდენობა: 153