იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუში ჩეხი სტუმრები იმყოფებიან.

ჩეხეთის რესპუბლიკის მენდელის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსი ლუკაშ კალა და სამსახურის წარმომადგენელი ტერეზა შმიდოვა თესაუს ეწვივნენ.

სტუმრობის მთავარი მიზანი, 2025 წლის სექტემბრის თვეში დაგეგმილი საერთაშორისო კვირეულის მოწყობაში მხარდაჭერა და კვირეულის ორგანიზატორთა გადამზადებაა.

ჩეხი სტუმრები შეხვდნენ უნივერსიტეტის რექტორს, შალვა ჭკადუას, მოინახულეს თესაუ-ს პარტიორი კომპანიები "შუმი" და "შუხმანი ."

მენდელის უნივერსიტეტი და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუდენტთა/პერსონალის კრედიტ მობილობის პროგრამის, ვიშეგრადის ფონდის და ევროკომისიის მიერ დაფინანსებულ პროექტების ფარგლებში, 2018 წლიდან თანამშრომლობენ.

ამ ხნის განმავლობაში, მენდელის უნივერსიტეტის პროფესორებთან თანამშრომლობით, აგრარულ, საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა და ტექნოლოგიების ფაკულტეტზე ახალი სასწავლო კურსებიც არის შექმნილი.

ჩეხი სტუმრები თესაუში სამი დღის განმავლობაში იმუშავებენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 498