იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი ტარნოვის უნივერსიტეტში იმყოფებოდა

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი შორენა ლაზვიაშვილი პოლონეთში, ტარნოვის უნივერსიტეტს ესტუმრა.

დეკანის სამუშაო ვიზიტი Erasmus+ პროგრამით, აკადემიური პერსონალის მობილობის კომპონენტის ფარგლებში შედგა.

ტარნოვის უნივერსიტეტში, საბაკალავრო საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტებს, შორენა ლაზვიაშვილმა ინგლისური ფილოლოგიისა და ინგლისური ფილოლოგია- ბიზნეს მიზნებისთვის თემაზე, ლექციები წაუკითხა.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრები ადგილობრივ აკადემიურ პერსონალთან და ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

მხარეებმა იმსჯელეს მიმდინარე თანამშრომლობაზე და დაგეგმეს სამომავლო ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები, რაც სტუდენტურ და პერსონალის მობილობას, ასევე ერთობლივ საგანმანათლებლო და კვლევით პროექტებში ჩართულობას გულისხმობს.

 
მნახველთა რაოდენობა: 300